ზუგდიდში აქციაზე, რომელსაც სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები მართავდნენ, ერთი ადამიანი დააკავეს
ზუგდიდში აქციაზე, რომელსაც სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები მართავდნენ, ერთი ადამიანი დააკავეს

ზუგდიდში აქციაზე, რომელსაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ, ერთი ადამიანი დააკავეს. ისინი ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი და ბესიკ დგებუაძის ოჯახის ერთ-ერთ წევრი სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს შეხვდნენ.

ადვოკატის თქმით, ბესიკ დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა წინასასამართლო სხდომამდე, რომელიც 27 მაისს არის ჩანიშნული, შეუძლებელია.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, შეხვედრით უკმაყოფილო დარჩნენ. ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციიდან ქალაქის ცენტრისკენ დაიძრნენ. მათ გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს.

ოჯახის წევრებისა და ახლობლები მსვლელობას აწყობენ ზუგდიდის პოლიციის სამმართველომდე.

ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.