ზუგდიდში ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ზუგდიდში ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კონცერტში თემურ თათარაშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი და ლუიზა კობალაძე მონაწილეობდნენ. შესრულდა ალექსანდრე ბასილაიას მიერ დაწერილი სიმღერები, ნაწყვეტები „ჩხიკვთა ქორწილიდან“, „რწყილი და ჭიანჭველადან“.

ანსამბლი „ივერია“ 1968 წელს შეიქმნა. მისი სულისჩამდგმელი და სიმღერების ავტორი ალექსანდრე ბასილაია იყო.

კონცერტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. „ივერია“ შემდეგ საიუბილეო კონცერტს ბათუმში გამართავს.