ზუგდიდში ახალშობილი იპოვეს
ზუგდიდში ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ბავშვი პოლიეთილენის პარკში ფიფიების ოჯახმა იპოვა.

ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემოყვანისას ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ამ დროისთვის ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“,- განაცხადა ექიმმა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.