ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.