ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა შელაპარაკება, რა დროსაც მამაკაცი მეზობელმა დაჭრა.

დაჭრილ მამაკაცს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუწიეს სამედიცინო დახმარება და ის უკვე გაეწერა. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე დაადგინეს სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, მიმდინარეობს საგამოძიებო – ოპერატიული სამუშაოები.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის სამმართველო იძიებს.

დატოვე კომენტარი