ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილ 70 ოჯახს სასურსათო დახმარება გადაეცა
ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილ 70 ოჯახს სასურსათო დახმარება გადაეცა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ე.წ. ვექტორის დასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სასურსათო დახმარება მიიღეს.

დევნილებს, სასურსათო პაკეტები და პირველადი მოხმარების ნივთები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარება 70 დევნილ ოჯახს გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა განცხადებით, ჰუმანიტარულ აქციაში, ჩართულნი არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები, რომელთა ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება მსგავსი აქციები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

მათივე თქმით, აღნიშნული აქცია ერთჯერადი არ არის და მომავალშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება.