ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს უახლოეს მომავალში ბინა გადაეცემა
ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს უახლოეს მომავალში ბინა გადაეცემა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცემა.

შესრულებული სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულეს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს და ბინები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 744 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად, 84 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით, იძულებით გადაადგილებული 600 ოჯახი მიიღებს.