ზუგდიდში 37 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარედგინა
ზუგდიდში 37 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარედგინა

ზუგდიდში 37 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარედგინა.

შსს-ს ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს ბრალი ორი მუხლით – 108-ე (განზრახ მკველობა) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარუდგინეს.

ბრალის წარდგენას ესწრებოდა სახაზინო ადვოკატი გვანცა შელია. მისი ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ორი დღის წინ ახალგაზრა მამაკაცმა ბინის მეპატრონე ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა. დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება.