ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა
ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა

დღის განმავლობაში ხანძარი იყო ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში რამდენიმე ადგილზე ცეცხლი მცენარეებსა და ეკალ-ბარდებს ეკიდა. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ხანძრის შედეგად რამდენიმე ჰექტარზე სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, თხილიც ნარგავებიც დაიწვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, კონსტანტინე კაკავას განცხადებით, მოსახლეობის ზარალი დაითვლება და მერიის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში შეძლებისდაგვარად აუნაზღაურდებათ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორ სოფელში – ჯგალსა და სქურშია ხანძარი. ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. არსებული ინფორმაციით, მიქავაში ხანძრის კერა გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, დაახლოებით 10 ჰექტრამდეა გავრცელებული. სოფელში ხანძრის სიახლოვეს სასაფლაოებია, ჯერჯერობით დასახლებულ პუნქტზე მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

რაც შეეხება სქურს, ხანძარი მთის ფერდობზეა, ტექნიკისთვის ტერიტორია მიუვალია და მეხანძრეებს ძირითადად ხელით უწევთ მუშაობა.