ზუგდიდის თეატრში 19 ივლისს საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
ზუგდიდის თეატრში 19 ივლისს საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს. თეატრში აცახდებენ, რომ 19 ივლისს, 19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ცილინდრი“.

„სპექტაკლში მონაწილეობდა ჩვენი თეატრის მსახიობი დემეტრე ნაყოფია, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების დროს მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. სპექტაკლი საქველმოქმედოა, შემოსული თანხა გადაერიცხება დემეტრე ნაყოფიას. თეატრის შემოქმედებითი დასი და თანამშრომლები უსურვებენ დემეტრეს მალე გამოჯანმრთელებას“, – აცხადებენ ზუგდიდის თეატრში.

სპექტაკლ „ცილინდრში“ ორი წყვილი, ახალგაზრდა და ასაკოვანი ფულის შოვნის მარტივ, თაღლითურ გზას მოძებნის. ეს სქემა ამართლებს, ვიდრე მორიგი კლიენტი არ აღმოაჩენს, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. იწყება ამაზრზენი ვაჭრობა, რაც ადამიანური სისუსტეების გაშიშვლებისა და ურთიერთობების ნგრევის მიზეზი ხდება.