ზუგდიდის თეატრმა 152-ე სეზონი პრემიერით დახურა
ზუგდიდის თეატრმა 152-ე სეზონი პრემიერით დახურა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა 152-ე თეატრალური სეზონი პრემიერით დახურა. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ღია ცის ქვეშ რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა გიორგი ლეონიძის „მარია“ წარუდგინა მაყურებელს. სპექტაკლი თოჯინური იყო და პრემიერაზე მისულ მაყურებელს შორის ბევრი მოზარდი იყო.

სპექტაკლის მხატვარი და მუსიკალური გაფორმების ავტორი ელენე მაცხონაშვილია, ხოლო თოჯინების ავტორი ვახო ქორიძე.

აგვისტოს დასაწყისში „მარიას“ ანაკლიის ამფითეატრი უმასპინძლებს.

სპექტაკლი პანდემიამდე იყო მზად, თუმცა სცენაზე მისი წარმოდგენა ვერ მოესწრო. სექტემბერში ახალ სეზონს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული ორი პრემიერით დაიწყებს.