ზუგდიდის სოფელ რუხში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა
ზუგდიდის სოფელ რუხში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

ზუგდიდში, სოფელ რუხის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა.

მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მამაკაცი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

„მამაკაცი ტერმინალურ მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და აპნოეთი შემოიყვანეს. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა რამდენიმე წუთში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ავტოავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დატოვე კომენტარი