ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

წყლის საწრეტი არხის არარსებობის გამო მთლიანად დატბორილია ეზოები, სავარგულები და ბოსტანი.

მოსახლეობა აცხადებს, რომ პრობლემა თითქმის ათი წელია, არსებობს, თუმცა არხის გაკეთებას საშველი არ დაადგა. პრობლემები იყო ასევე ხობის მუნიციპალიტეტში.

ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, დროებით დაკეტილი იყო ცენტრალური გზა. ამჟამად ხობში პრობლემები აღმოფხვრილია.