ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 26 ტესტი ჩატარდა. მათგან 25 პასუხი უარყოფითია.

დღეს გატესტილ პირებს შორის 12 რუხის კლინიკის პაციენტი იყო. მათგან ოთხი იყო კოვიდინფიცირებული ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან. მათ განმეორებითი შუალედური ტესტირება ჩაუტარდათ. მათგან ერთი პირს კვლავ დაუფიქსირდა ვირუსი, სამი კი, გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულები რუხის კლინიკაში იმყოფებიან და სამივე არასრულწლოვანია.