ზუგდიდის სამი საჯარო სკოლა სწავლის ჰიბრიდულ მეთოდზე გადავიდა
ზუგდიდის სამი საჯარო სკოლა სწავლის ჰიბრიდულ მეთოდზე გადავიდა

ზუგდიდის სამი საჯარო სკოლა სწავლების ჰიბრიდულ მეთოდზე გადავიდა. ზუგდიდის განათლების რესურსცენტრის უფროსის მამუკა ბულიას ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლებში რამდენიმე კლასი სწავლას ონლაინ ფორმატში გააგრძელებს.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ანაკლიის საჯარო სკოლაში ერთი კლასი, ყულიშკარის საჯარო სკოლის მე-7, მე-12 კლასები, ქალაქის მეხუთე საჯარო სკოლის ერთი კლასი, სადაც მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ კლასებში სწავლა საკლასო ოთახებში 20 ოქტომბერს განახლდება.

რუხის საჯარო სკოლის მეექვსე, მეშვიდე და მეათეკლასელ მოსწავლეებს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. მოხდება მათი კონტაქტების მოკვლევა და თუ კლასებში კონტაქტები არ დადასტურდება, იქ სწავლა ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წერილობითი მომართვის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები გატარდება რუხის სკოლაში“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის განათლების რესუსრცენტრის უფროსმა მამუკა ბულიამ.