ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები გააძევეს
ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები გააძევეს

ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები გააძევეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ დამკვირვებლებმა საარჩევნო კანონი დაარღვიეს.

მომხდარის მიზეზებზე საკუთარი ვერსია აქვთ „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბში. მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მეოთხე, მე-20 და 81-ე უბნებიდან „გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებლები უმიზეზოდ, ხმაურის გამო გამოაძევეს. მურთაზ ზოდელავა მე-20 საარჩევნო უბანზე პირადად იმყოფებოდა.

ზოდელავა აცხადებს, რომ დამკვირვებლების გაძევების გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს. მისივე თქმით, თუ დამკვირვებლების გაძევებას ექნება მასობრივი და ტენდენციური ხასიათი, მომხდარს სხვა შეფასებას მისცემენ.