ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზარი ისევ დაიტბორა
ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზარი ისევ დაიტბორა

ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზარი ისევ დაიტბორა. ბაზრის ტერიტორიის ნაწილი დატბორილია, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც ბაზრის მოვაჭრეები, ასევე კლიენტები.

როგორც პირველ არხს მოვაჭრეებმა განუცხადეს, ყოველი წვიმის დროს ტერიტორია იტბორება, ფუჭდება მათი კუთვნილი საქონელი. ისინი ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.

ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ყველა მაღაზია ინდივიდუალური საკუთრებაა და ყველამ თავად უნდა მიხედოს.

ზუგდიდში ერთადერთი მანქანაა, რომელიც საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ემსახურება და ისიც ამჟამად ფოთშია.