ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გრიგოლ ვაშაძემ 23 526 ხმა მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 16 229
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გრიგოლ ვაშაძემ 23 526 ხმა მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 16 229

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 23 526 მიიღო ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, სალომე ზურაბიშვილმა კი 16 229. ამის შესახებ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა.

მისივე ცნობით, 107 საარჩევნო უბნიდან 93 უბანი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

მესამე ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე 5214 ხმით.

საოლქო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდში არჩევნებზე მივიდა 48 852 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40 პროცენტს შეადგენს. ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 120 616 შეადგენს.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 17 საჩივარი დაიწერა.