ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან ექიმ ვახტანგ ყიფიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან ექიმ ვახტანგ ყიფიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება ვახტანგ ყიფიანს“, – ამ ლოზუნგით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 4 აგვისტოს უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე დაკავებული ექიმების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, საქმეს სასამართლო სწავლობს და ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა სიმართლე, დაკავებულ ექიმებს აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა უნდა შეეცვალოთ.

5 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი 4 აგვისტოს დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.