ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:08, 27.03.2020

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ასაკოვან მამაკაცს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ექიმის განმარტებით, მამაკაცი ჰოსპიტალში ორმხრივი პნევმონიით გუშინ შეიყვანეს. პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ლაბორატორიაში და პასუხი ამ საღამოს გახდა ცნობილი.

მსგავსი