ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობა შემცირებულია
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობა შემცირებულია

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტთა მიმართვიანობა საკმაოდ შემცირებულია, – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მკურნალობას გადის 35 პაციენტი. 12 იანვარს ანალოგიური ჩივილებით კლინიკაში 52 პაციენტი იყო მოთავსებული.

ამ დროისთვის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩებიან. დანარჩენები პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.