ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა.

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირება მედდის მეშვეობით მოხდა, მედდა C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული. მას ნემსი თითზე მოხვდა და ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია.

რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, საკითხის შესწავლის შემდეგ, მედდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ინფიცირებულ მოზარდს, მის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს ჰოსპიტალი საკუთარ თავზე იღებს.