ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაშავებული პოლიციელი შეიყვანეს

18:16, 02.05.2018

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ , რომ  პაციენტს მუცლის არეში ზედაპირული ჭრილობა აქვს. მოხდა ჭრილობის დამუშავება. ამჟამად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული შსს-ს ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. ერთ-ერთი თვითმხილველი ბადრი მელია აცხადებს, რომ პატრულის თანამშრომელი გაეკიდა ბოროტმოქმედს, რომელმაც ოქროს ბირჟა გაძარცვა.

შსს-ში პოლიციელის დაშავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის დაჭრილი არ არის და  ბოროტმოქმედის დევნის დროს დაშავდა.

მსგავსი