ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავებულია ხუთი ადამიანი
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავებულია ხუთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ მსხვილფეხა საქონელს შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა.

მიკროავტობუსში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. შედარებით მძიმე დაზიანებები მიიღო მიკროავტობუსის მძღოლმა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.