მძღოლებს შორის მომხდარი ინციდენტის საქმეზე ზუგდიდის პოლიციაში რამდენიმე პირს კითხავენ

00:42, 06.05.2018

ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ოთხი მძღოლი დაკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, მათი დაკითხვა 4 მაისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებსა და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პოლიცია მომხდარს სსკ-ის 126-ე – ძალადობისა და სსკ-ის 150-ე – იძულების მუხლებით იძიებს.

პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეკრებილმა მძღოლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

მსგავსი