ზუგდიდის ოლქში არჩევნების მეორე ტურში 34 080-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
ზუგდიდის ოლქში არჩევნების მეორე ტურში 34 080-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, 20:00 საათზე 107 საარჩევნო უბანი დაიხურა, ხოლო ორი კოვიდუბნიდან გადასატანი ყუთები საოლქო საარჩევნო კომისიაში 21:00 საათამდე შევა.

მისივე თქმით, ზუგდიდის ოლქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 34 080 ამომრჩეველმა მიიღო.

„ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრიებული იყო 120 255 ამომრჩეველი. 20:00 საათის მონაცემებით, ყველა უბანი დახურულია, გარდა კოვიდუბნებისა. კოვიდუბნები 21:00 საათამდე დაბრუნდებიან გადასატანი ყუთებით და შესაბამისად, ამ უბნების გამოკლებით გვაქვს მონაცემები. 34 080 ამომრჩეველი მოვიდა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.34 პროცენტს. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 46.17 პროცენტი. ოლქში სულ რეგისტრირებულია ოთხი საჩივარი. საჩივრები იყო პროცედურული. უკვე დავიწყებთ შემაჯამებელი ოქმების მიღებას“, – განაცხადა მირანდა მესხმა.

დატოვე კომენტარი