ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება
ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

ზუგდიდში 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემ ხაზ ,,ჩხოუშია“-ს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაგეგმილი სამუშაოების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

„ზუგდიდის რაიონის ცენტრალური ნაწილის სტაბილური და საიმედო ელექტრომომარაგებისთვის დაგეგმილია 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემ ხაზ ,,ჩხოუშია“-ს რეაბილიტაცია. სამუშოები შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან. პირველი ეტაპის სამუშოები დაიწყება შაბათს, რის გამოც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ზუგდიდში ცენტრალურ ნაწილს. ქუჩებს: რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, რ.თაბუკაშვილის, ზ.გამსახურდიას, ერისთავისა და მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე ტუბდისპანსერსა და სოფლებს ჭითაწყარი, ინგირის ნაწილი და ოირემე.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის ენერგომომარაგება და გაიზრდება ენერგომომარაგების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით” – აცხადებენ კომპანიაში.