ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში ფერმერთა ჯგუფებს შესაწამლი აპარატები გადასცეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში ფერმერთა ჯგუფებს შესაწამლი აპარატები გადასცეს

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ფერმერთა ჯგუფებს შესაწამლი აპარატები გადასცა. ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, ახალკახათის და დარჩელის მოსახლეობას 32 შესაწამლი აპარატი გადაეცა, ფერმერები ადგილზე გაეცნენ აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ განრიგს.

თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას – „გადავარჩინოთ თხილის მოსავალი“ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ადგილობრივ თვითმმართველობების, კომპანია „ფერეროსა“ და „იუესეიდისა“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ასოციაცია ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და ბაღის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას გაუწევს.