ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამ საღამოს სპეციალური ხსნარით ზუგდიდის მიწისქვეშა გადასასვლელი დამუშავდა. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს, ღია სივრცეებსა და მოსაცდელებს.

სპეციალური ხსნარით სისტემურად მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი.