ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ქარის გამო, ხეები წაიქცა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოძრაობა მას შემდეგ განახლდა, რაც შესაბამისმა სამსახურმა გზა წაქცეული ხეებისგან გაწმინდა.

ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა ზუგდიდშიც.

შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, რომლის აღმოსაფხვრელადაც კომპანია „ენერგოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები უკვე მუშაობენ.

ამასთან, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც შექმნა. მოგლეჯილი იყო ხეები, ჩაიხერგა წალენჯიხა-ოჭანე-ჯვარისა და ლია-წალენჯიხის საგზაო მონაკვეთები. დაზიანდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ადმინისტრაციული შენობის სახურავები. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, მოძრაობა უკვე აღდგენილია.