ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ზედაეწერის მონაკვეთზე მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი დაშავებული დაზიანებული ავტომანქანიდან მაშველების დახმარებით გამოიყვენეს.

ყველა დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს ჰოსპიტალში. ხუთივე იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მათ უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა.