ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მოსახლეობის მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მოსახლეობის მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ. სკრინინგი უკვე ჩაუტარდა 560-ზე მეტ მოქალაქეს.

თერმოსკრინინგის ჩატარება ზედაეწერში მას შემდეგ გადაწყდა, რაც სოფლის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჯერად გამოკვლეული მოქალაქეებიდან მაღალი ტემპერატურა არც ერთს აღენიშნება.

თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ზედაეწერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.