ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მკვლელობა მოხდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მკვლელობა მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მკვლელობა მოხდა. მოკლულია მამაკაცი, რომელიც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.