ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საბავშვო ბაღში ხანძარია [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საბავშვო ბაღში ხანძარია [ფოტო]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საბავშვო ბაღში ხანძარია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოთხი ბრიგადა მუშაობს.

ხანძარი ერთსართულიანი შენობის სახურავზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

როგორც საბავშვო ბაღის გამგემ, შორენა მებონიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მან შეამჩნია სახურავზე დაკვამლიანება და დროულად მოხდა ბავშვების ევაკუირება.

საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა თანასოფლელების დახმარებით შენობიდან ინვენტარის სრულად გამოტანა მოახერხეს. ცეცხლი მთლიან სახურავზეა მოდებული, თუმცა შენობის სხვა ნაწილზე არ გავრცელებულა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, წინასწარი ვერსიით, ხანძარი ელექტრონერგიის გაუმართაობამ გამოიწვია.

ის არ გამორიცხავს, სოფელში ახალი ბაღი აშენდეს. სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ აღსაზრდელები სასწავლო პროცესის გარეშე არ დარჩებიან და დროებით მათ სხვადასხვა ბაღში გადაანაწილებენ.

ადგილზე იმყოფებიან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლებიც.