ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.

ე.წ. პროფტექნიკურის უბანში მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გზა 2008 წლის აგვისტოში დაზიანდა და მას შემდეგ არავის შეუკეთებია.

მათივე თქმით, აქცია იყო გამაფრთხილებელი და იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი არ გამოცხადდება, ადგილობრივები გზების გადაკეტვით იმუქრებიან.