ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ამომრჩევლებს შეხვდა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ამომრჩევლებს შეხვდა

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია დღეს მხარდამჭერებს შეხვდა.

შეხვედრა დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მისი შეფასებით, ზუგდიდის განვითარებას ხელს ნეპოტიზმი და კორუფცია უშლის.

„მოსახლეობის მთავარი სოციალურ-ეკონომიკური დაკვეთა ზუგდიდის მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა. პირველ რიგში, ქალაქს განვითარებაში ხელს უშლის ნეპოტიზმი და კორუფცია. ფაქტობრივად,  ზუგდიდი ბიუჯეტის გარეშე ცხოვრობს. ნეპოტიზმი და კორუფცია ჩემს პირობებში იქნება მიწასთან გასწორებული და სრულიად დამარცხებული“, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

არჩევნები 19 მაისს გაიმართება.