ზუგდიდის მერმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მარიამ ქუთელიას საფლავი ყვავილებით შეამკო
ზუგდიდის მერმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მარიამ ქუთელიას საფლავი ყვავილებით შეამკო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ 2015 წელის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მარიამ ქუთელიას საფლავი ყვავილებით შეამკო.

მერმა 13 ივნისს თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას პატივი თავის მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად მიაგო.

13 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა. მაშინ თბილისში სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულებს შორის არის ზუგდიდელი მარიამ ქუთელია.