ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ახალი მოადგილე, გეგა შენგელია წარადგინა
ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ახალი მოადგილე, გეგა შენგელია წარადგინა

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ მერიის თანამშრომლებს პირველი მოადგილე, გეგა შენგელია წარუდგინა.

როგორც გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებდა მერიის საქმიანობას მაშინ, როცა კერძო სექტორში იყო, შენგელიამ უპასუხა რომ „რაღაცეების უკეთ გაკეთება შეიძლებოდა” და სწორედ ამიტომ დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას.

ზუგდიდის მერის ახალი მოადგილის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი ყოფილი პირველი მოადგილე გია გულორდავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა რამდენიმე დღის უკან დააკავა.