ზუგდიდის მერიამ საპილოტე პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელება დაიწყო
ზუგდიდის მერიამ საპილოტე პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საპილოტე პროექტს „სამოქალაქო ბიუჯეტს“ ახორციელებს.

2020 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფორმირების მიზნით, პროექტის ფარგლებში ქალაქის ბულვარში დღეს პირველი საინფორმაციო კამპანია გაიმართა. საინფორმაციო კამპანიაში ჩართული იყვნენ ქალაქის მერი გეგა შენგელია და მისი მოადგილეები, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები.

როგორც მერიაში განმარტავენ, „სამოქალაქო ბიუჯეტი“ არის მოქალაქეთა ინტერესების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება, სადაც მოქალაქეებს აქვთ ხმის უფლება მუნიციპალური სახსრების განაწილებასა და გახარჯვასთან დაკავშირებით. მერიის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ქალაქი უკეთესი გახდეს, 2020 წელს 1 მლნ ლარი დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში, მერიაში საკუთარი იდეის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან ფაქტობრივად ცხოვრობს ზუგდიდში.