ზუგდიდის მერია მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს ზამთრისთვის საკვები პროდუქტებით დაეხმარება
ზუგდიდის მერია მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს ზამთრისთვის საკვები პროდუქტებით დაეხმარება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებითი უზრუნველყოფა“ დაიწყო.

პროგრამა ზამთრის პერიოდში ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.

413 ოჯახი პროგრამის ფარგლებში მერიისგან ერთჯერადად საკვებ პროდუქტებს: შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, მაკარონსა და ხახვს მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

ამ დროისთვის საკვები პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს მიეწოდა.