ზუგდიდის ლაბორატორიაში 110 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

23:49, 12.06.2020

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 110 ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

110 ტესტიდან 12 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 24 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 11 პირი თვითიზოლაციიდან, ოთხი საკარანტინო სივრციდან, 59 კი, იყო ფოთის საბაჟოს თანამშრომელი.

მსგავსი