ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მეუფე გერასიმემ ჩაატარა
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მეუფე გერასიმემ ჩაატარა

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინა.

წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ ჩაატარა. ტაძარში წირვა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა და მრევლი დისტანციის დაცვით იდგა. წირვის ბოლოს კი მრევლს ტკბილეული დაურიგეს.

მეუფე გერასიმემ წირვის შემდეგ მორწმუნეები ერთი კოვზით აზიარა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის განცხადებით, თუ როგორ ჩაატარებს ზუგდიდის ეპარქიაში სააღდგომო დღესასწაულს, ამაზე პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ელოდება.

ამასთან, მეუფე გერასიმე მრევლს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაციები.

დატოვე კომენტარი