ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 254-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 254-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 254 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის გამოიკვლიეს ცხელების ცენტრების 21 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 59 წარმომადგენელი, საკარანტინო სივრცეებში მყოფი რვა პირი, თვითიზოლაციიდან ხუთი. ამასთან, გამოკვლეულთა შორის იყო შსს-ს 138 თანამშრომელი, ოთხი მძღოლი, ეპიდკერაში მყოფი ოთხი პირი, 15 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კოვიდინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.