ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 94 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:02, 06.05.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 96 პაციენტიდან, კორონავირუსი 94-ს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განყოფილებიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ერთ პაციენტს, ხოლო მეორეს კი ტესტზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა. აღნიშნულ ქალბატონს „პისიარ“ კვლევა ხვალ განმეორებით უნდა ჩაუტარდეს.

ორივე მათგანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან არის. მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ისინი რუხის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას.

96 გამოკვლეულიდან 79 სამედიცინო პერსონალი, 12 „ცხელების ცენტრების“ პაციენტი და ხუთი საკარანტინო სივრცეში მყოფი პირია.

მსგავსი