ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ პალატებში ხუთი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ორი კორონავირუსის დიაგნოზით
ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ პალატებში ხუთი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ორი კორონავირუსის დიაგნოზით

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში ხუთი ადამიანი რჩება, მათ შორის ორი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით.

ინფიცირებულთა შორის არიან ზუგდიდის მცხოვრები 67 მამაკაცი და 50 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ზუგდიდში ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილ შუახნის მამაკაცსა და ორ მცირეწლოვან ბავშვს, მათი ტესტების პასუხი დღეს გახდება ცნობილი.