ზუგდიდის ინფექციური კლინიკა - ჩვენს საავადმყოფოს გააჩნია ბოქსირებული პალატა შესაბამისი აღჭურვილობით, თემით მანიპულირება საფუძველს მოკლებულია
ზუგდიდის ინფექციური კლინიკა - ჩვენს საავადმყოფოს გააჩნია ბოქსირებული პალატა შესაბამისი აღჭურვილობით, თემით მანიპულირება საფუძველს მოკლებულია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გააჩნია ბოქსირებული პალატა შესაბამისი აღჭურვილობით და საფუძველს მოკლებულია პოლიტიკური პარტიის მიერ აღნიშნული თემით მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციური კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული.

კლინიკა „ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო არ არის შესაბამისად აღჭურვილი.

ზუგდიდის ინფექციური კლინიკა მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ სამედიცინო პერსონალის მუშაობას.

„ვემიჯნებით თემის პოლიტიზებას და მართებულად არ მიგვაჩნია დეზინფორმაციის გავრცელება იმ ფონზე, როცა პოლიტიკურ პარტიას გადამოწმებული ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ მედპერსონალის მუშაობას და უხეშად არ ჩაერიონ არსებულ სიტუაციაში“, – აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.