„ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავორუსთან დაკავშირებით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო შესაბამისად აღჭურვილი არ არის 
„ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავორუსთან დაკავშირებით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო შესაბამისად აღჭურვილი არ არის 

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო არ არის შესაბამისად აღჭურვილი.

როგორც მან დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი სპეციალური ბოქსია.  მისივე თქმით, ზუგდიდის სააფთიაქო ქსელებიდან მხოლოდ ერთ აფთიაქში აქვთ პირბადე და მისი ფასი 90 თეთრია.

ამასთან, ალექსანდრე ახვლედიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, ე.წ. საზღვრებთან და გადასასვლელებთან მედპუნქტები გახსნან, ასევე იქ მყოფ სამართალდამცველებს პირბადეები და პირველადი მოხმარების მედიკამენტები გადასცენ.