ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი რჩება, ორ მათგანს კორონავირუსი აქვს დადასტურებული
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი რჩება, ორ მათგანს კორონავირუსი აქვს დადასტურებული

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი რჩება. მათ შორის ორს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. ერთი 67 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე 50 წლამდე ქალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გუშინ, გვიან ღამით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი შუახნის მამაკაცის ბიოლოგიური მასალა კვლევებისთვის გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ადამიანს, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან – დედა, მამა და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი. როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა რჩებიან მედიკოსების დაკვირვების ქვეშ და სავარაუდოდ დღეს გაეწერებიან. ოჯახი გუშინ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს.