ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული გალიდან 50 წლის ქალი გადაიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული გალიდან 50 წლის ქალი გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალის მკვიდრი, 50 წლის ქალი გადაიყვანეს.

ქალს რესპირაციული ვირუსის სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ანალიზები ხვალ ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და დამატებითი ინფორმაციაც ხვალ გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი