ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ერთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ერთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ზუგდისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი იმყოფება.

ერთ მათგანს, 67 წლის მამაკაცს დადასტურებული აქვს კორონავირუსის ინფექცია. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ეს არის ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ გვიან ღამით გადმოყვანილი ქალი. მას აღენიშნებოდა ცხელება და ხველა. მისი მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ექიმის ცნობით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში განაგრძობენ.